შირკოვი დიმიტრი
შირკოვი დიმიტრი

შირკოვი დიმიტრი (Ширков Дмитрий, 03.III.1928, მოსკოვი - 23.XI.2016, დუბნა), თსუ-ის სამეცნ. და პროფესორთა საბჭომ ფიზიკის თეორეტიკოსი, რუსეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი აირჩია საპატიო დოქტორად (27.XII.1999).

შ. დ.-მ დაასრულა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1949). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1954), გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1958).

შ. დ. მუშაობდა სსრკ-ის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტში (1952-1958). იგი თანამშრომლობდა სსრკ-ის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტის ციმბირის  ფილიალთან (1960-1969). მეცნიერი აქტიურად ჩაერთო ბირთვულ კვლევებში (1969). შ. დ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში (1971). იგი ამავე უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის კვანტური სტატისტიკისა და თეორიის სფეროს კათედრის (1972-192), შემდეგ კი – კვანტური თეორიისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის პროფესორია (1992). შ. დ. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის ლაბორ. დირექტორია (193-1997).

შ. დ. “ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. იგი მრავალი ანგარიშგასაწევი ნაშრომის ავტორია. მეცნიერის ინიციატივით შეიქმნა და მისივე რედაქტორობით გამოიცემოდა მონოგრაფიათა სერია „თეორიული ფიზიკის ბიბლიოთეკა“ (1978-1990).

შ. დ. არაერთხელ ესტუმრა თსუ-ს, სადაც ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საინტერესო ლექციები.